ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დანაღმეს, მსოფლიოში ყველამ უნდა იმოქმედოს სწრაფად კიდევ ერთი რუსული ტერაქტის ასაცილებლად
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დანაღმეს, მსოფლიოში ყველამ უნდა იმოქმედოს სწრაფად კიდევ ერთი რუსული ტერაქტის ასაცილებლად

რუსეთმა დაკარგა წონა ევროპულ ენერგეტიკულ ბაზარზე, რომელსაც ბრეჟნევის ეპოქიდან აგროვებდა და აუცილებლად მოექცევიან, როგორც ყველაზე საერთაშორისო დამნაშავეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსული ჯარები განაგრძობენ რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით დარტყმებს ელექტროსადგურებზე, უკრაინის ხელისუფლება კი ყველაფერს აკეთებს თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების მისაღებად.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აგრეგატები და კაშხალი დანაღმეს და ახლა მსოფლიოში ყველამ უნდა იმოქმედოს ძლიერად და სწრაფად, კიდევ ერთი რუსული ტერაქტის თავიდან ასაცილებლად, რადგან კაშხლის ნგრევა მასშტაბურ კატასტროფას ნიშნავს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ დამპყრობლებს არ აინტერესებთ, რა ბედი ეწევა უკრაინის ტერიტორიას. ამ ტერორისტული აქტით მათ შეუძლიათ, გაანადგურონ დნეპრიდან ყირიმში წყლის მიწოდების შესაძლებლობაც კი. კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურებით, ჩრდილოეთ ყირიმის არხი უბრალოდ გაქრება. და თუ რუსეთი ამზადებს ასეთ ტერორისტულ თავდასხმას, თუ სერიოზულად განიხილავს ასეთ სცენარს, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ტერორისტებმა ნათლად იციან – მათ არ შეუძლიათ შეინარჩუნონ არა მხოლოდ ხერსონი, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნის სამხრეთი, ყირიმის ჩათვლით. ჩვენ ახლა ყველამ ერთად – ყველა ევროპელმა, მსოფლიოს ყველა ლიდერმა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ უნდა ავუხსნათ ტერორისტულ სახელმწიფოს, რომ ასეთი ტერორისტული თავდასხმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე ზუსტად იგივეა, რაც მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.