ვოლოდიმირ ზელენსკი – რაც უფრო ნაკლებად იქნებიან ჩვენი პარტნიორები დასახმარებლად მზად, მით უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი და მეტი ადამიანი დაიღუპება

23:14, 14.06.2022

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დარწმუნებულია, რომ უკრაინელი ერი და არმია გაუძლებს რუსულ აგრესიას, მაგრამ საჭირო იარაღით დანაკარგი ნაკლები იქნება, – უკრაინული მედიის ცნობით, ეს განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Zeit-თან ინტერვიუში გააკეთა.

„გავუძლებთ იმდენი ხანი, რამდენიც საჭირო იქნება. ევროპაში ყველასთვის უფრო გონივრული იქნება დაგვეხმარონ ჩვენ ახლა, რათა შემდეგში ჩვენ არ მოგვიწიოს სხვა ერების დაცვა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევი იმ პარტნიორებისგან თავდაცვისთვის საჭირო რესურსებზე მეტს არ ითხოვს.

„ვიღაცისთვის, ჩემი მოთხოვნა შესაძლოა გაუთავებელ გამეორებად აღიქმებოდეს, მაგრამ მე ვალდებული ვარ ეს გავიმეორო ისევ და ისევ: ჩვენ გვჭირდება თანამედროვე იარაღი. ჩვენთვის აუცილებელია მხარდაჭერა, რათა გადავრჩეთ და გავიმარჯვოთ. რაც უფრო ნაკლებად იქნებიან დასახმარებლად მზად ჩვენი პარტნიორები, მით უფრო დიდი ხანი გაგრძელდება ეს ომი და მეტი ადამიანი დაიღუპება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი