უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ბახმუტში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლები ავრცელებენ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურში განაცხადეს, ზელენსკიმ ბახმუტში წინა ხაზზე მყოფი მებრძოლები მოინახულა და სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის დააჯილდოვა.
დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან საბრძოლო მოქმედებები მაისის შემდეგ არ წყდება. რუსეთის არმია უშედეგოდ ცდილობს ქალაქის დაკავებას. ბახმუტის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ქალაქი უკვე დატოვა. ქალაქს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ბახმუტში ბევრი შენობა დანგრეულია.