ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი ადამიანი არ არის ადამიანური გაგებით, ის თავის საქმეს აკეთებს ემოციების გარეშე, როგორც მკვლელი, ეს უბრალოდ სამსახურია
ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინი ადამიანი არ არის ადამიანური გაგებით, ის თავის საქმეს აკეთებს ემოციების გარეშე, როგორც მკვლელი, ეს უბრალოდ სამსახურია

ვლადიმერ პუტინი ადამიანი არ არის ადამიანური გაგებით, ის უბრალოდ თავის საქმეს აკეთებს ემოციების გარეშე, როგორც მკვლელი, ეს უბრალოდ სამსახურია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბიბისის“ დოკუმენტურ ფილმში განაცხადა.

ზელენსკის მტკიცებით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ პუტინი ბევრს იტყუებოდა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პუტინისთვის ეს ომი მისი ცხოვრებაა.

ასევე, ფილმში ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გაიხსენა სატელეფონო საუბარი, რომელიც მას ჰქონდა კრემლის ხელმძღვანელთან, ვლადიმერ პუტინთან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ. ჯონსონის თქმით, საუბარი საშინელი ხასიათის იყო, პუტინის მხრიდან გარკვეული ნახევრად სატირული ელფერით.

„მან ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით საშიში შენიშვნა გააკეთა, დაახლოებით ასეთი: „არ მინდა შენზე ბირთვული იარაღის გამოყენება, ბორის“. ის ამბობდა, რომ შეჭრას გამორიცხავდა“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა დოკუმენტურ ფილმში.