ვოლოდიმირ ზელენსკი ოსლოში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს, იონას გარ სტორეს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოსლოში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს, იონას გარ სტორეს შეხვდა.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, ზელენსკი ნორვეგიაში მეფე ჰარალდ V-ის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩავიდა.
სტორემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე მთავარი ყურადღება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას დაეთმო. მისი თქმით, ხანმოკლე პაუზის შემდეგ რუსეთმა კიევზე დრონებითა და რაკეტებით თითქმის უწყვეტი შეტევები კვლავ განაახლა.
შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კარგი შეხვედრა ჰქონდა იონას გარ სტორესთან.
„მივუსამძიმრე მისი უდიდებულესობის, მეფე ჰარალდ V-ის გარდაცვალების გამო. უკრაინა ძალიან აფასებს სამეფო ოჯახისა და ნორვეგიელი ხალხის მხრიდან გაწეულ ყველა მხარდაჭერას. იონასმა და მე განვიხილეთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, ჩვენი საჭიროება interceptor-ის ტიპის რაკეტებზე, FREYJA-ს ანტისარაკეტო პროგრამაზე შემდგომი მუშაობა და უკრაინის ზამთრისთვის მომზადება. გმადლობ, იონას, შეხვედრისა და ჩვენი ხალხის მიმართ ურყევი მხარდაჭერისთვის“, – წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, ნორვეგიის მეფე ჰარალდ V-ს დღეს დაკრძალავენ. მეფე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.