ვოლოდიმირ ზელენსკი - ოპერაცია „ობობას ქსელმა“ აჩვენა, რომ უკრაინას შეუძლია მგრძნობიარე დარტყმების მიყენება, ეს აძლიერებს არა მხოლოდ უკრაინის თავდაცვას, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებასაც
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოპერაცია „ობობას ქსელმა“ აჩვენა, რომ უკრაინას შეუძლია მგრძნობიარე დარტყმების მიყენება.
მისივე თქმით, ეს აძლიერებს არა მხოლოდ უკრაინის თავდაცვას, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებასაც.
ზელენსკიმ აღნიშნული განცხადება „ბუქარესტის ცხრიანის“ შეხვედრაზე გააკეთა.
„იარაღის წარმოება მთავარი ფაქტორია. უკრაინის გაძლიერება ომის დასრულებისა და მისი გავრცელების თავიდან აცილების გზაა. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ რუსეთს არ აქვს ძალა, გავლენა მოახდინოს ალიანსსა და მის წევრებზე. ეს პრინციპი უცვლელი უნდა დარჩეს. ევროატლანტიკური უსაფრთხოება ევროატლანტიკური ქვეყნების საქმეა. პუტინმა გადაწყვიტა, ევროპის წინააღმდეგ შებრუნდეს, ამიტომ მას არ აქვს ადგილი ჩვენი მომავლის გადაწყვეტაში. ეს ივნისში ნათლად უნდა ვაჩვენოთ, რადგან ევროპა საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, „ბუქარესტის ცხრიანი“ 2015 წელს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიზნით დაარსდა. მასში შედიან პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.