ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით პარიზში ჩავიდა
French President Emmanuel Macron, right, welcomes Ukrainian President Volodymyr Zelenskyy at the Elysee palace in Paris, Sunday, May 14, 2023. Ukrainian President Volodymyr Zelenskyy made a surprise visit to Paris for talks Sunday night with French President Emmanuel Macron, extending a multi-stop European tour that has elicited fresh pledges of military support as his country gears up for a counteroffensive against Russian occupation forces. (AP Photo/Michel Euler)
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით პარიზში ჩავიდა. ამის შესახებ ზელენსკი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკი პარიზში, ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან მართავს შეხვედრას.
„უკრაინა და საფრანგეთი ერთად იცავენ ევროპის თავისუფლებასა და უსაფრთხოებას! ჩვენ ყოველდღიურად ვუახლოვდებით მშვიდობას ყველა უკრაინელისა და ევროპელისთვის!“ – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
ელისეის სასახლეში მანამდე განაცხადეს, რომ შეხვედრის დროს ემანუელ მაკრონი დაადასტურებს საფრანგეთისა და ევროპის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის ლეგიტიმური უფლებების აღდგენისა და მისი ფუნდამენტური ინტერესების დასაცავად.