ვოლოდიმირ ზელენსკი - ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების ბლოკირება არ შეიძლება, შესაძლოა, ავღანური სცენარი განმეორდეს, როდესაც ადამიანის სიცოცხლისადმი უპატივცემულობამ ტრაგედიამდე მიგვიყვანა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების ბლოკირება არ შეიძლება, შესაძლოა, ავღანური სცენარი განმეორდეს, როდესაც ადამიანის სიცოცხლისადმი უპატივცემულობამ ტრაგედიამდე მიგვიყვანა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან ნატო-ში უკრაინის შესაძლო გაწევრიანების საკითხის გამორიცხვა არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ავღანური სცენარის ტრაგედია განმეორდეს, როდესაც აშშ-მა ქვეყანა ნაჩქარევად დატოვა.

ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„არ მგონია, რომ ვინმე დაინტერესებულია ავღანეთი 2-ით. ეს არასწორი იქნებოდა. შესაძლოა, ეს არ არის სრულად შესადარებელი ავღანეთთან, მაგრამ მაშინ ადამიანის სიცოცხლისადმი უპატივცემულობამ ტრაგედიამდე მიგვიყვანა. ჩვენ გვახსოვს, რა მოხდა ავღანეთში, როდესაც ამერიკელები ნაჩქარევად გავიდნენ იქიდან“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, არსებობს გამოცდილება, „თუ რა ხდება, როდესაც ვიღაცა რაღაცას დაუფიქრებლად ამთავრებს და ძალიან სწრაფად გადის“.