ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ს სამიტში ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას
ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ს სამიტში ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 24 მარტს, ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ნატო-ს სამიტში მონაწილეობას მიიღებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„უკრაინა სამიტში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. რა ფორმით ჯერ არ ჩამოვყალიბებულვართ. სულ მცირე ეს იქნება პრეზიდენტის მიმართვა, მაქსიმუმი – სრული ჩართულობა, რა თქმა უნდა, ვიდეოფორმატში“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა.

24 მარტს ბრიუსელში ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაესწრება.