ვოლოდიმირ ზელენსკი - მთავრობას მოქალაქეები მოსალოდნელი ომის შესახებ რომ გაეფრთხილებინა, ეს მასობრივ ქაოსს გამოიწვევდა, ქაოსი რომ დაგვენერგა, რუსები გადაგვყლაპავდნენ
ვოლოდიმირ ზელენსკი - მთავრობას მოქალაქეები მოსალოდნელი ომის შესახებ რომ გაეფრთხილებინა, ეს მასობრივ ქაოსს გამოიწვევდა, ქაოსი რომ დაგვენერგა, რუსები გადაგვყლაპავდნენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში განმარტავს, რატომ არ გამოაცხადა განგაში ომის დაწყებამდე, მიუხედავად იმისა, რომ აშშ აქტიურად ცდილობდა ამაში მოკავშირეების დარწმუნებას.

როგორც ზელენსკი ინტერვიუში ამბობს, ამ შემთხვევაში ქვეყნის ეკონომიკა ოქტომბრიდან მოყოლებული, თვეში 5-7 მილიარდ დოლარს დაკარგავდა და წარმოიქმნებოდა ქაოსი.

„ჩვენ რომ ეს გვეთქვა (რაც ზოგიერთ ადამიანს უნდოდა, რომლებსაც არ დავასახელებ), მაშინ გასული წლის ოქტომბრიდან, თვეში 7 მილიარდს დავკარგავდით და იმ მომენტში, როდესაც რუსები ნამდვილად დაგვესხნენ თავს, ისინი ჩვენ აგვიღებდნენ სამ დღეში.

„არ გეტყვით, ვინ მოიფიქრა ეს, მაგრამ საერთო ჯამში, სწორი იყო – შემოჭრამდე ხალხში ქაოსი რომ დაგვენერგა, რუსები გადაგვყლაპავდნენ, რადგან ქაოსის დროს ხალხი ქვეყნიდან გარბის“, – განაცხადა ზელენსკიმ.