ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოს ესმის ჩვენი პოზიცია, ჩვენ ერთად გავზრდით უკრაინის პოტენციალს
ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიოს ესმის ჩვენი პოზიცია, ჩვენ ერთად გავზრდით უკრაინის პოტენციალს

მსოფლიოს ესმის ჩვენი პოზიცია, ჩვენ ერთად გავზრდით უკრაინის პოტენციალს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

„ჩვენ ვასრულებთ ამ ძალიან რთულ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან კვირას. პარასკევს ვიყავით არაბულ ლიგაზე, შაბათს და კვირას – G7-ის სამიტზე. იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრა. ასეთი მოლაპარაკებების შემდეგ ჩვენ, როგორც ყოველთვის, გავძლიერდებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მადლობას უხდის ინდონეზიის, კორეის რესპუბლიკის, ვიეტნამისა და ავსტრალიის ლიდერებს, ასევე, კანადის პრემიერ-მინისტრს, ჯასტინ ტრუდოს უკრაინის მხარდაჭერისთვის.

„მსოფლიოს ესმის ჩვენი პოზიცია, დაცვა და უსაფრთხოების გარანტიები, ჩვენი ყველა ტერიტორიის დაბრუნება, მთელი ჩვენი ხალხის, სამართლიანობის, ჩვენი „მშვიდობის ფორმულის“ განხორციელების მნიშვნელობა. მსოფლიოს უმრავლესობას ესმის ჩვენი პოზიცია ყველა მნიშვნელოვან საკითხში და ჩვენ ერთად გავზრდით უკრაინის პოტენციალს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.