ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიო რელიგიური ლიდერების რეაქცია რუსეთის სარაკეტო ტერორსა და უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის განადგურებაზე ძალიან მნიშვნელოვანია, რათა დავიცვათ მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - მსოფლიო რელიგიური ლიდერების რეაქცია რუსეთის სარაკეტო ტერორსა და უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის განადგურებაზე ძალიან მნიშვნელოვანია, რათა დავიცვათ მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რომის პაპის მოწოდება „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიოს კეთილდღეობისთვის.

„მნიშვნელოვანია მოწოდება რომის პაპის მხრიდან მოსკოვის მიმართ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის აღდგენის მიზნით. მსოფლიო რელიგიური ლიდერების რეაქცია რუსეთის სარაკეტო ტერორსა და უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის განადგურებაზე ძალიან მნიშვნელოვანია, რათა დავიცვათ მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით აფრიკისა და აზიის მოსახლეობა, რომლებიც ყველაზე მეტად განიცდიან შიმშილის საფრთხეს საკვები კრიზისისგან. უკრაინა არის და იქნება მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების გარანტი. ახლა მთავარია, რუსული ტერორის შეჩერება და სამშვიდობო ფორმულის სრულად განხორციელება“, – დაწერა ზელენსკიმ სოციალური ქსელში.

რომის პაპმა მიმართა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, აღადგინონ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა და ხალხს უკრაინისთვის ლოცვის გაგრძელებისკენ მოუწოდა.