ვოლოდიმირ ზელენსკი - მოუსმენს ტრამპი ევროპას თუ დაიწყებს საუბარს რუსეთსა და ჩინეთთან ევროპის გარეშე? ევროპამ უნდა ისწავლოს დამოუკიდებლად ზრუნვა საკუთარ თავზე, რათა მსოფლიომ ვერ შეძლოს მისი იგნორირება
ვოლოდიმირ ზელენსკი - მოუსმენს ტრამპი ევროპას თუ დაიწყებს საუბარს რუსეთსა და ჩინეთთან ევროპის გარეშე? ევროპამ უნდა ისწავლოს დამოუკიდებლად ზრუნვა საკუთარ თავზე, რათა მსოფლიომ ვერ შეძლოს მისი იგნორირება

მოუსმენს ტრამპი ევროპას თუ დაიწყებს საუბარს რუსეთსა და ჩინეთთან ევროპის გარეშე? ევროპამ უნდა ისწავლოს დამოუკიდებლად ზრუნვა საკუთარ თავზე, რათა მსოფლიომ ვერ შეძლოს მისი იგნორირება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„ახლა არც კი არის გასაგები, ექნება თუ არა ევროპას ადგილი მოლაპარაკებების მაგიდასთან, როდესაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ომი დასრულდება. ჩვენ ვხედავთ, რა გავლენა აქვს ჩინეთს რუსეთზე. ძალიან მადლიერები ვართ ომის დროს ევროპის მხრიდან ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული დახმარებისთვის, მაგრამ მოუსმენს თუ არა პრეზიდენტი ტრამპი ევროპას, დაიწყებს თუ არა საუბარს რუსეთსა და ჩინეთთან ევროპის გარეშე? ევროპამ უნდა ისწავლოს, დამოუკიდებლად იზრუნოს საკუთარ თავზე, რათა მსოფლიომ ვერ შეძლოს მისი იგნორირება. ევროპა უნდა დამკვიდრდეს, როგორც ძლიერი გეოპოლიტიკური, შეუცვლელი მოთამაშე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.