ვოლოდიმირ ზელენსკი - მე როგორც მესმის, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე აშშ-მა შემოგვთავაზა შემდეგი ფორმატი - უკრაინის, აშშ-ის, რუსეთის და ალბათ ევროპის წარმომადგენლები, საკითხები ყველა იგივეა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-სგან მიიღეს შეთავაზება სამშვიდობო მოლაპარაკებების პოტენციურ ახალ ფორმატზე, სადაც უკრაინის, რუსეთის, აშშ-ისა და შესაძლოა, ევროპის წარმომადგენლები მოიაზრებიან.
ზელენსკის თქმით, ამ საკითხის განხილვას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარესა და დელეგაციის ხელმძღვანელ რუსკამ უმრევთან გეგმავს.
„აშშ-მა თქვა, რომ რუსეთის წარმომადგენლებთან ცალკე შეხვედრა ექნებათ. მე როგორც მესმის, მათ შემოგვთავაზეს შემდეგი ფორმატი: უკრაინა, ამერიკა, რუსეთი, ვინაიდან არიან ევროპის წარმომადგენლები, ალბათ ევროპაც. საკითხები ყველა იგივეა. როგორ იმოქმედებს შეერთებული შტატები რუსებთან კონსულტაციების შემდეგ, სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვიცი, მაგრამ დღეს გავიგებ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, სამშვიდობო მოლაპარაკებებში დღემდე ღიად რჩება ყველაზე რთული სამი საკითხი.
„ყველაზე რთული საკითხები იყო და რჩება. ეს უკრაინის ტერიტორიაა, შემდეგ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. მესამე საკითხია – ფული აღდგენისთვის. ასევე რჩება რამდენიმე ტექნიკური საკითხი უსაფრთხოების გარანტიებზე, მონიტორინგის ფორმატსა და ა.შ. ეს ჩვენ თუ ვსაუბრობთ 20-პუნქტიან გეგმაზე. აქ საკითხი არ არის გადაკვეთის წერტილებში, არამედ იმაში, რომ დღეისთვის, აქამდე ჩვენ ჩვენი ხედვა გადავეცით შეერთებულ შტატებს. ისინი რუსეთთან ისაუბრებენ და ჩვენ ველოდებით პასუხს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა ასევე ისაუბრა სხვა დოკუმენტებზე, რომელიც უკრაინის აღდგენასთან და უსაფრთხოების გარანტიებთან არის დაკავშირებული. მისი თქმით, აშშ-მა უკვე უთხრა უკრაინის, რისთვის არიან მზად.
„ახლა იქნება ჩვენი ჯგუფის საუბარი ამერიკულ მხარესთან ფლორიდაში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.