ვოლოდიმირ ზელენსკი - მარტის განმავლობაში უკრაინამ რუსეთის ნავთობის სექტორს, სულ მცირე, 2,3 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა
ვოლოდიმირ ზელენსკი - მარტის განმავლობაში უკრაინამ რუსეთის ნავთობის სექტორს, სულ მცირე, 2,3 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა

მარტის განმავლობაში უკრაინამ რუსეთის ნავთობის სექტორს, სულ მცირე, 2,3 მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას ისაუბრა.

„შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმები აგრძელებს მუშაობას – მადლიერი ვარ ყველა ჩვენი ჯარისკაცის, მათი სიზუსტისთვის. შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმების შედეგად მხოლოდ მარტში რუსეთის ნავთობის სექტორის ზარალი, სულ მცირე, 2.3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ეს ერთი თვეა. ახლა, აპრილში ჩვენ ვაგრძელებთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, იმედგაცრუებულია აშშ-ის გადაწყვეტილებით რუსეთის ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით.

„დიპლომატიისთვის ამას არანაირი რეალური სარგებელი არ ექნება და ნავთობიდან მიღებული ყოველი დოლარი მხოლოდ რუსეთის მიერ ომის გაგრძელებას უწყობს ხელს. თუმცა ეს ფულიც კი ვერ გადაჭრის პრობლემებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.