ვოლოდიმირ ზელენსკი – მადლობელი ვარ მშვიდობის ერთობლივად მისაღწევად მაკრონის ძალისხმევისთვის, მშვიდობა უნდა იყოს რეალური, არა მხოლოდ სიტყვა, ეს არ შეიძლება ნიშნავდეს უკრაინის კაპიტულაციას

10:06, 06.03.2025

მადლობელი ვარ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, მისი მკაფიო ხედვისთვის და მშვიდობის მისაღწევად ჩვენი ერთობლივი ძალისხმევისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ზელენსკი წერს, „მშვიდობა უნდა იყოს რეალური და არა მხოლოდ სიტყვა – ეს არ შეიძლება ნიშნავდეს უკრაინის კაპიტულაციას ან დაშლას“.

„ის უნდა იყოს სამართლიანი, საიმედო, გრძელვადიანი და ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი და გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიებით – უკრაინისთვის, ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ყველას ხელმძღვანელობას და ძალისხმევას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას და აძლიერებს ევროპის თავდაცვის შესაძლებლობებს. მოუთმენლად ველოდებით უახლოეს დღეებში ერთობლივ მუშაობას მშვიდობისკენ მიმავალ ნაბიჯებზე“, – აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მსგავსი