ვოლოდიმირ ზელენსკი – მადლობელი ვარ აშშ-ის სენატის, რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების შესახებ ლინდი გრემის კანონპროექტის მიღება ხელს უწყობს აგრესორზე ზეწოლის გაზრდას
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სენატს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
მისი თქმით, ამერიკის ზეწოლა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ყველაზე მეტად დაეხმარება უკრაინას.
„მადლობელი ვარ აშშ-ის სენატისა და ყველასი, ვინც მხარი დაუჭირა უკრაინას. ლინდი გრემის კანონპროექტის მიღება რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების შესახებ, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს აგრესორზე ზეწოლის გაზრდას, რათა დასრულდეს ეს გიჟური რუსული ომი ჩვენი დამოუკიდებლობისა და ხალხის წინააღმდეგ. ახლა, როდესაც პუტინი ომის გასახანგრძლივებლად ბოლო ფსონს დებს ბალისტიკაზე და ჩვენ ვეძებთ რაკეტებს „პეტრიოტებისთვის“, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სიგნალი სიცოცხლის, ომის მალე დასრულების მხარდასაჭერად. ამერიკის რეალური ძლიერი ზეწოლა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ყველაზე მეტად დაგვეხმარება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
აშშ-ის სენატმა „ლინდსი ო. გრემის რუსეთისა და ირანის სანქცირების აქტი 2026“ 68 ხმით ცხრის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი ახლა წარმომადგენელთა პალატას გადაეცემა, სადაც მისი განხილვა, შესაძლოა, უკვე მომავალ თვეში დაიწყოს.