ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობა ჩვენს საჰაერო ძალებს, საზენიტო მსროლელებს და ყველას, ვინც იცავს უკრაინის ცას, დღევანდელი შედეგია 60 ჩამოგდებული რაკეტა, სამწუხაროდ, არის ზიანიც
ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობა ჩვენს საჰაერო ძალებს, საზენიტო მსროლელებს და ყველას, ვინც იცავს უკრაინის ცას, დღევანდელი შედეგია 60 ჩამოგდებული რაკეტა, სამწუხაროდ, არის ზიანიც

მადლობა ჩვენს საჰაერო ძალების მებრძოლებს, ჩვენს საზენიტო მსროლელებს და ყველას, ვინც იცავს უკრაინის ცას. დღევანდელი შედეგია 60 ჩამოგდებული რაკეტა, – ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის განმარტებით, აქედან 40-ზე მეტი რაკეტა განადგურდა ქვეყნის ცენტრალური რეგიონების ცაში და დედაქალაქის მახლობლად, რისთვისაც პრეზიდენტი უკრაინელ მეომრებს მადლობას უხდის.

„სამწუხაროდ, არის ზიანიც. ტერორისტებს სარაკეტო თავდასხმების ასეთი მასიური რაოდენობა ესაჭიროებათ, რათა ნაწილმა მაინც მიაღწიოს სამიზნეებს. მათი ყველა სამიზნე დღეს არის სამოქალაქო, ძირითადად, ენერგო და სითბოს მიწოდების ობიექტები. ელექტროენერგიის ავარიული გათიშვები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდა, უმეტეს ქალაქებსა და რეგიონებში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ რიგით მე-9 სანქციების პაკეტს და მადლობა გადაუხადა მსოფლიო ლიდერებს სოლიდარობისთვის.