ვოლოდიმირ ზელენსკი – მადლობა აშშ-ის პრეზიდენტს, კონგრესსა და ამერიკელ ხალხს, უკრაინას სჭირდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა
მადლობა აშშ-ის პრეზიდენტს, კონგრესსა და ამერიკელ ხალხს. უკრაინას სჭირდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მუშაობენ უკრაინისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის.
„მადლობა, ამერიკა, მადლობაა მხარდაჭერისთვის, მადლობა ამ ვიზიტისთვის. მადლობა აშშ-ს პრეზიდენტს, კონგრესს და ამერიკელ ხალხს. უკრაინას სჭირდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა. ჩვენ ზუსტად ამისთვის ვმუშაობთ“, – წერს ზელენსკი.
Thank you America, thank you for your support, thank you for this visit. Thank you @POTUS, Congress, and the American people.
Ukraine needs just and lasting peace, and we are working exactly for that.— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 28, 2025