ვოლოდიმირ ზელენსკი – მადლობა აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინის მხარდამჭერი ძლიერი სიტყვებისთვის ერის წინაშე მიმართვისას, ჩვენ მადლიერი ვართ

12:44, 08.02.2023

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს კონგრესისადმი ყოველწლიურ მიმართვაში უკრაინის მიმართ გამოთქმული მხარდაჭერისთვის.

ზელენსკი აღნიშნულის შესახებ „ტვიტერში“ წერს.

„მადლობა აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინის მხარდამჭერი ძლიერი სიტყვებისთვის ერის წინაშე მიმართვისას. ჩვენ მადლიერი ვართ დახმარებისთვის, ამერიკელი ხალხის სოლიდარობისთვის. ჩვენი ფასეულობები ერთია, ჩვენი საერთო მიზანი გამარჯვებაა. უკრაინა თავისუფლად ირჩევს თავის მომავალს“, – წერს ზელენსკი.

მსგავსი