ვოლოდიმირ ზელენსკი – მადლიერი ვარ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხარდაჭერისა და დიპლომატიის უმაღლეს დონეზე ხელშეწყობის მზადყოფნისთვის, ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობასთან დაკავშირებით
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, რათა თურქეთში დაგეგმილი შეხვედრის მნიშვნელოვანი დეტალები განეხილათ.
„მადლიერი ვარ მისი მხარდაჭერისა და დიპლომატიის უმაღლეს დონეზე ხელშეწყობის მზადყოფნისთვის. ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობასთან დაკავშირებით“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა უზრუნველყონ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი.
„ჩვენ მზად ვართ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ევროპაში განვაგრძოთ ერთობლივი მუშაობა უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიების უზრუნველსაყოფად. ჩვენ დავრჩებით მუდმივ კონტაქტში შეერთებულ შტატებთან. პრეზიდენტი ერდოღანი და მე შევთანხმდით, რომ განვაგრძობთ ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას მშვიდობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
I spoke with the President of Türkiye @RTErdogan to discuss key details of the meeting in Türkiye, which could help bring an end to the war. I am grateful for his support and readiness to facilitate diplomacy at the highest level. We share a common view on the need for a… pic.twitter.com/BX1pw28f3x
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) May 12, 2025