ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას დაესწრება
ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას დაესწრება

24 ოქტომბერს ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას დაესწრება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მაკრონის თქმით, უკრაინა დიდი გამბედაობით აგრძელებს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას და საფრანგეთი უკრაინის გვერდით დგას.

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ერთადერთი მშვიდობა, რომელიც შეიძლება არსებობდეს, არის ის, რომელიც იქნება მყარი და მდგრადი.

„პარასკევს ჩვენ გვექნება მსურველთა კოალიციის შეხვედრა – ნაწილობრივ ვირტუალური და ნაწილობრივ პირისპირ – ლონდონში და პრეზიდენტი ზელენსკი იქ იქნება. ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას უკრაინის გვერდით, რომელიც მამაცად უწევს რუსეთს წინააღმდეგობას“, – განაცხადა მაკრონმა.