ვოლოდიმირ ზელენსკი - კვირაზე ნაკლებ დროში მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით 1 000-ზე მეტი რუსი ოკუპანტი განადგურდა
ერთ კვირაზე ნაკლებ დროში მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით 1 000-ზე მეტი რუსი ოკუპანტი განადგურდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყველა ქალაქსა და დასახლებას, სადაც ენერგოინფრასტრუქტურაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შეიქმნა, ელექტროენერგია ისევ მიეწოდება.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა არ მისცემს რუსეთის ფედერაციას უფლებას, გაანადგუროს ლავრები და მოიპაროს ძვირფასი ნივთები.
„ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, 6 მარტიდან მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით განადგურდა მტრის 1100-ზე მეტი ჯარისკაცი – ეს არის შეუქცევადი დანაკარგები რუსეთისთვის, დანაკარგები სწორედ იქ, ბახმუტთან ახლოს. გარდა ამისა, მინიმუმ, 1500 არის მტრის სანიტარული დანაკარგი – ესაა ზარალი, რომელიც შეუთავსებელია ბრძოლის გაგრძელებასთან. გარდა ამისა, განადგურდა მტრის ათობით სამხედრო მანქანა. პლუს რუსული საბრძოლო მასალის ათზე მეტი დამწვარი საცავი. ამ კვირაში არის მოძრაობა ჩვენი სულიერი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად. ამას საზოგადოება ხედავს. ვხედავ უკრაინელების თანხმობას ჩვენი ამ ნაბიჯების მიმართ, რომლებიც სრულიად ლეგალურია. ჩვენ გავაგრძელებთ მოძრაობას. ჩვენ არ მივცემთ უფლებას ტერორისტულ სახელმწიფოს, ჰქონდეს რაიმე შესაძლებლობა, მოახდინოს ჩვენი ხალხის სულიერებით მანიპულირება, გაანადგუროს უკრაინული სიწმინდეები“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.