ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში, სასურსათო უსაფრთხოების საკითხზე, საერთაშორისო სამიტს მასპინძლობს
ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში, სასურსათო უსაფრთხოების საკითხზე, საერთაშორისო სამიტს მასპინძლობს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში, სასურსათო უსაფრთხოების საკითხზე, საერთაშორისო სამიტს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

საერთაშორისო ფორუმში, ვოლოდიმირ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთად, მონაწილეობენ კიევში მყოფი უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა სიმონიტე და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი. სამიტს ონლაინ რეჟიმში შეუერთდებიან მსოფლიოს სხვა ლიდერებიც.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სხდომა ჰოლოდომორზე საუბრით გახსნა. სიმბოლურად, ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს გამართულ სასურსათო უსაფრთხოების სამიტზე უკრაინამ წარადგინა ინიციატივა „მარცვლეული უკრაინიდან“, რომელიც ყველაზე ღარიბი ქვეყნებისთვის მარცვლეულის მიწოდებას ითვალისწინებს.