ვოლოდიმირ ზელენსკი – კიევში გათბობასთან დაკავშირებით უკიდურესად რთული ვითარებაა, 500-ზე მეტი მრავალსართულიანი სახლი არის გათბობის გარეშე, დღემდე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევში „არასაკმარისი სამუშაო“ მიმდინარეობს, რადგან ასობით საცხოვრებელი სახლი კვლავ გათბობის გარეშე რჩება.
„კიევში გათბობასთან დაკავშირებით უკიდურესად რთული ვითარება გრძელდება. 500-ზე მეტი მრავალსართულიანი სახლი გათბობის გარეშეა. დღემდე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი რეგიონებში არსებული ვითარების თაობაზე სამუშაო შეხვედრის შემდეგ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დნეპროპეტროვსკის რეგიონში რუსულმა მხარემ უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა ავტობუსზე, რომელშიც მაღაროელები ისხდნენ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 15 დაშავდა.
I have just held a coordination call on the situation across all our regions. In the Dnipro region, in Ternivka of the Pavlohrad district, Russian drones struck an ordinary bus carrying miners. Sadly, many people were killed. My condolences to all the families and loved ones.… pic.twitter.com/PI07DoHL9O
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 1, 2026