ვოლოდიმირ ზელენსკი – ღამის მანძილზე უკრაინის მიმართულებით 26 შეტევა განხორციელდა, ან პუტინს არ აქვს სრული კონტროლი თავის არმიაზე, ან რუსეთში არ აპირებენ ომის დასრულებისკენ რეალური ნაბიჯის გადადგმას
ღამის მანძილზე რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 26 შეტევა განახორციელა. ან პუტინს არ აქვს სრული კონტროლი თავის არმიაზე, ან ვითარება ამტკიცებს, რომ რუსეთში არ აპირებენ ომის დასრულებისკენ რეალური ნაბიჯის გადადგმას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.
„დილით რუსული ოპერაციები ყველაზე აქტიურად მიმდინარეობდა პოკროვსკისა და სივერსკის მიმართულებით. ღამიდან შუადღემდე რუსულმა ძალებმა უკვე 26 შეტევა განახორციელეს. ჩვენ ვაფიქსირებთ რუსეთის მიერ გამოცხადებული ცეცხლის სრული შეწყვეტის ვალდებულების ყველა დარღვევას აღდგომის პერიოდში და მზად ვართ, მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია ჩვენს პარტნიორებს. პრაქტიკაში, ან პუტინს არ აქვს სრული კონტროლი თავის არმიაზე, ან ვითარება ამტკიცებს, რომ რუსეთში არ აპირებენ ომის დასრულებისკენ რეალური ნაბიჯის გადადგმას და მხოლოდ სასურველი პიარით არიან დაინტერესებულები.
მადლობას ვუხდით ყველა მედიას, ვინც აზიარებს სიმართლეს იმის შესახებ, რაც რეალურად ხდება. მოსკოვიდან რელიგიური მსახურების ტრანსლაციის ნაცვლად, ყურადღება უნდა გამახვილდეს მოსკოვზე ზეწოლაზე, რათა კრემლმა ნამდვილად აიღოს ვალდებულება სრულ ცეცხლის შეწყვეტაზე და შეინარჩუნოს ის აღდგომის შემდეგ, მინიმუმ, 30 დღის განმავლობაში, რათა დიპლომატიას რეალური შანსი მიეცეს“, – წერს ზელენსკი.
A new report by Commander-in-Chief Syrskyi on the frontline as of 12:00 p.m. on Easter Day.
Despite Ukraine declaring a symmetrical approach to Russian actions, an increase in Russian shelling and the use of kamikaze drones has been observed since 10:00 a.m. – with FPV drone…
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) April 20, 2025