ვოლოდიმირ ზელენსკი – ღამის განმავლობაში რუსეთის მხრიდან თავდასხმის შედეგად 80 ადამიანი დაშავდა, არიან დაღუპულებიც, პუტინი დროს ყიდულობს, რომ ომი გააგრძელოს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში რუსეთის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგად 80 ადამიანი დაშავდა.
„სულ 80 ადამიანი დაშავდა – ყველას დახმარება გაეწია. სამწუხაროდ, არიან დაღუპულებიც“, – აღნიშნა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დაზარალდა ტერნოპოლი, ლუცკი, კიევი და ასევე პოლტავის, ხმელნიცკის, ლვოვის, ჩერნიგოვის, ოდესისა და სუმის ოლქები.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მსოფლიოში ყველა არ გმობს უკრაინაზე შეტევებს და რუსეთი ამას ომის გასაგრძელებლად იყენებს.
„სამწუხაროდ, მსოფლიოში ყველა არ გმობს ასეთ შეტევებს. სწორედ ამას იყენებს პუტინი. ის დროს ყიდულობს, რომ ომი გააგრძელოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დიპლომატიამ უნდა იმუშაოს.
„უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოფილი უნდა იყოს და მშვიდობა უნდა დამყარდეს. ამისთვის საჭიროა საწყისი ნაბიჯები, განსაკუთრებით ცეცხლის შეწყვეტა. რუსეთზე ზეწოლა უნდა გამოვიყენოთ, რომ ეს მოხდეს და შეტევები შეწყდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
Today, rescue and emergency operations continued all day across various regions and cities of our country.
Over 400 drones, more than 40 missiles were launched by the Russians. 80 people were injured, and some may still be under the debris. And unfortunately, not everyone in the… pic.twitter.com/NaKk8B8AZO
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) June 6, 2025