ვოლოდიმირ ზელენსკი - გერმანიასთან „ტაურუსის“ ტიპის რაკეტების შესახებ დიალოგი გრძელდება
ვოლოდიმირ ზელენსკი - გერმანიასთან „ტაურუსის“ ტიპის რაკეტების შესახებ დიალოგი გრძელდება

გერმანიასთან „ტაურუსის“ ტიპის რაკეტების შესახებ დიალოგი გრძელდება, მაგრამ არა – საჯაროდ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით. არსებობს გარკვეული თემები, რომლებზეც მე და გერმანიის კანცლერი შევთანხმდით, რომ საჯაროდ არ განვიხილავდით. მას დავპირდი და პირობას ვიცავ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით განხილვა მიმდინარეობს.

თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის „ტაურუსის“ ტიპის რაკეტების გადაცემას არ გამორიცხავს.