ვოლოდიმირ ზელენსკი - გავაკეთებთ ყველაფერს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალმა სანქციებმა მისი ატომური ინდუსტრიის ბლოკირება მოახდინოს
ვოლოდიმირ ზელენსკი - გავაკეთებთ ყველაფერს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალმა სანქციებმა მისი ატომური ინდუსტრიის ბლოკირება მოახდინოს

გავაკეთებთ ყველაფერს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალმა სანქციებმა მისი ატომური ინდუსტრიის ბლოკირება მოახდინოს, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მოსახლეობისადმი ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის განცხადებით, რუსები ცინიკურად ცდილობენ ხალხის დაშინებას და ამაში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს იყენებენ. მისი თქმით, რუსები განუწყვეტლივ აწყობენ პროვოკაციებს სადგურის დაბომბვით და ამ მიმართულებით ახალი ძალების შეყვანას გეგმავენ უკრაინის და მთელი თავისუფალი სამყარო შანტაჟისთვის.

„რუსეთში თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამან შეიძლება რაღაც მისცეს, მაშინ ცდება. რუსული შანტაჟი კიდევ უფრო დიდი გლობალური ძალისხმევის მობილიზებას მოახდენს ტერორის წინააღმდეგ საბრძოლველად. ყოველდღიურად რუსული კონტინგენტის ყოფნა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე და ჩვენი სახელმწიფოს მეზობელ რაიონებში, იმდენად აძლიერებს რადიაციულ საფრთხეს ევროპაში, რომ მსგავსი ცივი ომის დროს, დაპირისპირების პიკურ მომენტებშიც კი არ იყო. რა თქმა უნდა, ამაზე ძლიერი რეაგირება უნდა იყოს. უკრაინელი დიპლომატები და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალმა სანქციებმა აუცილებლად დაბლოკოს რუსეთის ატომური ინდუსტრია”, – განაცხადა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, მძიმე ბრძოლები გრძელდება დონეცკის ოლქში. მისი ინფორმაციით, ფრონტის ყველაზე ცხელი წერტილები ავდეევკა, პესკი, მარინკა და ბახმუტია.

პრეზიდენტის განცხადებით, წინსვლა შეინიშნება უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის კუთხით. მისი თქმით, უკრაინის პორტები უკვე უკრაინული პროდუქციით დატვირთულმა 16-მა გემმა დატოვა, რომლებიც ტვირთს ევროპის, აზიის და აფრიკის შვიდ ქვეყანაში ჩაიტანენ.