ვოლოდიმირ ზელენსკი - გაიხსნა ევროპული მხარდაჭერის პაკეტი უკრაინისთვის, რაც ჩვენს არმიას გააძლიერებს, ქვეყანას უფრო მდგრადს გახდის და საშუალებას მოგვცემს, სოციალური ვალდებულებები შევასრულოთ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დადებითად შეაფასა ევროკავშირის გადაწყვეტილება 2026-27 წლებში უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფის შესახებ.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი თავდაცვისთვის და ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობებისთვის. გაიხსნა ევროპული მხარდაჭერის პაკეტი უკრაინისთვის, ეს 90 მილიარდი ევროა ორი წლისთვის. ეს ევროპული პაკეტი ჩვენს არმიას გააძლიერებს, უკრაინას უფრო მდგრადს გახდის და საშუალებას მოგვცემს, კანონით განსაზღვრული სოციალური ვალდებულებები შევასრულოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიმდინარეობს სამუშაოები, რათა პაკეტის პირველი ნაწილი მაისში ან ივნისში ხელმისაწვდომი გახდეს.
„ევროპული პაკეტის სახსრები მიმართული იქნება იარაღის წარმოებაზე, საჭირო იარაღის შესყიდვაზე პარტნიორებისგან, რომლებსაც უკრაინა ჯერ არ აწარმოებს. ასევე, ჩვენი ენერგეტიკისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მომავალი ზამთრისთვის მოსამზადებლად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ გაგრძელდება სანქციების საშუალებით რუსეთზე ზეწოლა.