ვოლოდიმირ ზელენსკი - გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რუსულ ტერორზე რეაგირებისკენ მოვუწოდე, დარწმუნებული ვარ, რუსული სიცრუის მოსმენა მსოფლიოში აღარავის სურს
ვოლოდიმირ ზელენსკი - გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რუსულ ტერორზე რეაგირებისკენ მოვუწოდე, დარწმუნებული ვარ, რუსული სიცრუის მოსმენა მსოფლიოში აღარავის სურს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რუსულ ტერორზე რეაგირებისკენ მოუწოდა.

„მივმართე გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს და რუსულ ტერორზე რეაგირებისკენ მოვუწოდე. გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოში ერთი სავარძელი ჯერ კიდევ ოკუპირებულია. დარწმუნებული ვარ, რომ რუსული სიცრუის მოსმენა მსოფლიოში უკვე აღარავის სურს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ აღიარა, მოუწოდა ევროკავშირსა და მის წევრებს, შექმნას სამართლებრივი ბაზა, რათა აღიარებამ მთელ ევროპაში ეროვნულ დონეზე იმოქმედოს და ჰქონდეს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შედეგებიც.

ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ სარაკეტო თავდასხმების შედეგად გათიშული ელექტროენერგიის ეტაპობრივ აღდგენაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მუშაობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და რაიონებს თანდათან აწვდიან დენს.