ვოლოდიმირ ზელენსკი – გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისასაც კი, როცა უკრაინის ბევრ რეგიონში საჰაერო განგაშია, რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების გაუქმების შესახებ სიგნალები თვითდამანგრევლად გამოიყურება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ნიუ იორკში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას სანქციების საკითხი განიხილა.
როგორც შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, ორი რუსი ოლიგარქისთვის – ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანისთვის სანქციების მოხსნის შესახებ სიგნალები საზიანო და კონტრპროდუქტიულია.
„მაშინ, როდესაც რუსეთი ჩვენს ხალხზე სასტიკ დარტყმებს ახორციელებს და ახლაც კი, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას, ბევრ რეგიონში დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების გამო საჰაერო განგაშები გრძელდება, ცალკეული რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების გაუქმების შესახებ სიგნალები თვითდამანგრევლად და კონტრპროდუქტიულად გამოიყურება“, – აღნიშნავს ზელენსკი.
მისივე თქმით, ომები მთავრდება გადაწყვეტილებითა და ძალით და არა აგრესორთან დაახლოებული პირებისთვის დათმობებით.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ურსულა ფონ დერ ლაიენს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სანქციების სიებში დამატებითი რუსი პირების შეყვანაზე მუშაობისთვის მზადყოფნისთვის.
ასევე, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროკომისიის ხელმძღვანელთან განიხილა, როგორ უნდა უზრუნველყონ უკრაინის ფინანსური მდგრადობა როგორც მიმდინარე, ასევე მომავალ წელს.
„მადლიერი ვართ ევროკავშირის გადაწყვეტილების გამო 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხთან დაკავშირებით და უკრაინა ასრულებს სესხით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, რათა ბიუჯეტის დეფიციტი მაქსიმალურად დაფაროს. შევთანხმდით, რომ ჩვენი გუნდები ასევე იმუშავებენ ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფის სხვა გზებზე“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
I had a detailed discussion with Ursula @vonderleyen on how to ensure our country’s financial resilience this year and next. We are grateful for the EU’s decision on the €90 billion loan, and Ukraine is meeting its commitments under the loan to cover as much of the budget gap as… pic.twitter.com/52C45UVKRE
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) September 22, 2026