ვოლოდიმირ ზელენსკი - ფრონტზე უკრაინისთვის უკეთესი ვითარებაა, რუსეთის წინსვლა შეჩერებულია
ვოლოდიმირ ზელენსკი - ფრონტზე უკრაინისთვის უკეთესი ვითარებაა, რუსეთის წინსვლა შეჩერებულია

ფრონტზე უკრაინისთვის უკეთესი ვითარებაა, რუსეთის წინსვლა შეჩერებულია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას ჰქონდა სირთულეები ჭურვებთან, მობილურობასთან და რუსული უპილოტო თვითმფრინავების დიდ რაოდენობასთან, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კარგად იმუშავეს რუსული ავიაციის წინააღმდეგ და გაათანაბრეს სიტუაცია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, შავ ზღვაში უკრაინის ოპერაცია გრძელდება.

„იქ არის შედეგები, თუმცა დეტალებს ვერ ვიტყვი“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც ზელენსკიმ განმარტა, რეალისტები უნდა იყვნენ და ყველას ესმოდეს, რომ იმის მიუხედავად, რომ რუსეთის წინსვლა ახლა შეჩერებულია, „ხვალ ან ერთ კვირაში, ან თვეში მათ შეიძლება ჰქონდეთ დამატებითი მილიონი არტილერია“.