ვოლოდიმირ ზელენსკი – ფაქტობრივად, ჩვენ მივაღწიეთ რუსეთის სამხრეთის ბლოკადას

01:14, 15.08.2026

ფაქტობრივად, ჩვენ მივაღწიეთ რუსეთის სამხრეთის ბლოკადას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე განისაზღვრა სლავიანსკისა და კონსტანტინოვსკის რაიონების გაძლიერების ნაბიჯები და ზომები.

ზელენსკი მიიჩნევს, რომ აგვისტოში უკრაინის არმია 30 ათასამდე რუს სამხედროს გაანადგურებს.

„გრძელვადიანი სანქციების გეგმა ხორციელდება და ჩვენი დარტყმები საშუალო დისტანციის სამიზნეებზე იზრდება. ჩვენ, ფაქტობრივად, მივაღწიეთ რუსეთის სამხრეთის ბლოკადას და ვაფართოებთ ამ სტრატეგიულ ოპერაციას, საკმაოდ სამართლიანადაც ვაფართოებთ მას,  რუსეთის მიერ ჩვენს პორტებსა და ქალაქებზე განხორციელებული დარტყმების საპასუხოდ. ჩვენი სანქციები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და მათი ობიექტების წინააღმდეგ რუსეთის ნავთობსექტორში, ჩვენი დარტყმები რუსეთის სამხედრო ლოგისტიკის წინააღმდეგ და ჩვენი ოპერაციები შავ და აზოვის ზღვებში – ეს ყველაფერი მიზნად ისახავს რუსეთის სამხედრო პოტენციალის შეზღუდვას. მნიშვნელოვანია, რომ ამას უფრო აქტიური პოლიტიკური და სამართლებრივი ქმედებები მოჰყვეს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი