ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს სამიტზე „გამარჯვების გეგმას“ წარადგენს
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს სამიტზე „გამარჯვების გეგმას“ წარადგენს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს სამიტზე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს უკრაინის „გამარჯვების გეგმას“ წარუდგენს. როგორც უკრაინული მედია წერს, ინფორმაციას ადასტურებს ზელენსკის პრესმდივანი სერგეი ნიკიფოროვი.

უკრაინის პრეზიდენტმა 14 ოქტომბერს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ამ კვირაში უკრაინა ევროპელ პარტნიორებს წარუდგენს სტრატეგიას, რათა რუსეთს ამ ომის სამართლიანად დამთავრება აიძულონ.

შეგახსენებთ, რომ 17-18 ოქტომბერს ევროპული საბჭოს სამიტი გაიმართება, რომელიც ნაწილობრივ მიეძღვნება უკრაინის შემდგომ მხარდაჭერას.