ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ცეცხლის ალში თუ გაეხვევა, მაშინ ცეცხლის ალში გაეხვევა მოსკოვიც
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პუტინზე ზეწოლას არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ ამერიკელები, ევროპელები და თავად რუსებიც უნდა ახორციელებდნენ.
რაც შეეხება მოსკოვზე მიტანილ იერიშებს, ზელენსკი მას სავსებით სამართლიანს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს არის რუსების მიერ კიევ-პეჩერის ლავრაზე თავდასხმაზე პასუხი.
„უკრაინა ცეცხლის ალში თუ გაეხვევა, მაშინ ცეცხლის ალში გაეხვევა მოსკოვიც. პუტინს თუ არ სურს ამ ომის დასრულება, სურს მისი გაგრძელება, ჩვენ არ დავსხდებით მშვიდად, ჩვენ ვუპასუხებთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერის თქმით, უკრაინის ყველა პარტნიორი მიიჩნევს, რომ უკრაინა 100%-ით უჭერს მხარს ომის დასრულებას, ხოლო პუტინი 100%-ით აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რათა თავიდან აიცილოს ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების შესახებ კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემა.