ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ პარტნიორებს უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის საშუალებების გადაცემისკენ მოუწოდებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ პარტნიორებს უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის საშუალებების გადაცემისკენ მოუწოდებს.
ზელენსკის განცხადებით, ევროპული ანტიბალისტიკური რაკეტები საწყობებში არ უნდა ინახებოდეს, მაშინ როდესაც უკრაინაში რუსეთის ინტენსიური სარაკეტო იერიშები გრძელდება. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოყენების ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, რუსეთის მიერ გამოყენებული ჩრდილოკორეული ბალისტიკური რაკეტები უკრაინაში ინფრასტრუქტურას ანადგურებს და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
„ადამიანების სიცოცხლე უნდა იყოს დაცული. რუსეთი უნდა შეჩერდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ პარტნიორების მიერ ახალი სამხედრო დახმარების პაკეტები ნიშნავს ყოველდღიურად გადარჩენილ სიცოცხლესა და დაცულ ინფრასტრუქტურას.