ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროპას შეუძლია და უნდა გააკეთოს მეტი მშვიდობის გარანტიისთვის, მაგრამ ეს აშშ-თან ერთად უნდა გაკეთდეს
ევროპას შეუძლია და უნდა გააკეთოს მეტი მშვიდობის გარანტიისთვის, მაგრამ ეს აშშ-თან ერთად უნდა გაკეთდეს, – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს გააკეთა.
„მთავარი დასკვნა: ევროპას შეუძლია და უნდა გააკეთოს მნიშვნელოვნად მეტი, რომ ნამდვილად მიაღწიოს მშვიდობას, და ეს შესაძლებელია. ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს ევროპაში გვაქვს მკაფიო წინადადებები და მათზე დაყრდნობით შეგვიძლია, უზრუნველვყოთ ევროპული სტრატეგიის განხორციელება; და რაც მნიშვნელოვანია, ეს უნდა გაკეთდეს ამერიკასთან ერთად“, – თქვა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, დღეს უკრაინისა და აშშ-ის გუნდები მუშაობენ მთავრობებს შორის ხელშეკრულების პროექტზე.
„ეს არის შეთანხმება, რომელსაც შეუძლია, გააძლიეროს ჩვენი ურთიერთობები. მთავარია დეტალების დამუშავება მისი ეფექტურობის უზრუნველსაყოფად. მოუთმენლად ველოდები შედეგს – სამართლიან შედეგს“, – თქვა ზელენსკიმ.