ვოლოდიმირ ზელენსკი – ევროპა უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა დასრულდეს ომი და უზრუნველყოს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები

16:47, 22.02.2025
KYIV, UKRAINE - MARCH 11, 2022 - President of Ukraine Volodymyr Zelenskyy is pictured during his regular address to the nation, Kyiv, capital of Ukraine. The head of state said that everyone was gaining glory for Ukraine in his or her place. The custom-size photo is courtesy of the press service of the Office of the President of Ukraine. (Photo credit should read UKRINFORM/ Ukrinform/Future Publishing via Getty Images)

ევროპა უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა დასრულდეს ომი და ევროპამ უზრუნველყოს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

საუბრის დეტალების შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„მე მქონდა პროდუქტიული საუბარი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან. ევროპა უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა დასრულდეს ომი და ევროპამ უზრუნველყოს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები. უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოება განუყოფელია. ჩვენ შევაჯერეთ ჩვენი სამხედრო თანამშრომლობა, ერთობლივი ნაბიჯები და მზადება მომავალი კვირისთვის, რომელიც ძალიან აქტიური იქნება. დიდი ბრიტანეთი და მისი ხალხი უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერები არიან და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამას“, – აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.

მსგავსი