ვოლოდიმირ ზელენსკი – ეს ომი მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით არ შეწყდება, რეალური ნაბიჯებია საჭირო, ქმედებებს მთელი მსოფლიოსგან ველოდებით
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დიპლომატიისთვის ახალი შესაძლებლობების გახსნის ერთადერთი გზა არის მკაცრი ზომები ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც აფინანსებს რუსეთის არმიას და საბანკო და ენერგეტიკული სფეროებში ეფექტური სანქციები თვით მოსკოვის წინააღმდეგ.
ზელენსკი გამოეხმაურა რუსეთის მიერ უკრაინაზე მორიგ მასშტაბურ თავდასხმებს. როგორც უკრაინის პრეზიდენტი წერს, ზაპოროჟიეში საცხოვრებელ კორპუსზე რუსული იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა ათობით მოქალაქე, მათ შორის, ბავშვებიც.
„ეს ომი მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით არ შეწყდება, რეალური ნაბიჯებია საჭირო. ჩვენ ქმედებებს ველოდებით აშშ-ისგან, ევროპისგან და მთელი მსოფლიოსგან“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
In Zaporizhzhia, all emergency services are engaged at the site of a Russian strike on a five-story residential building. Tragically, as of now, one person is confirmed dead, and dozens are wounded, including children. Once again, it was a regular apartment building. Overnight,… pic.twitter.com/mYZ2C8WqZ7
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) August 30, 2025