ვოლოდიმირ ზელენსკი - ძალიან მაღალია რისკი, რომ რუსეთთან ყველანაირი მოლაპარაკებები შეწყდეს
ვოლოდიმირ ზელენსკი - ძალიან მაღალია რისკი, რომ რუსეთთან ყველანაირი მოლაპარაკებები შეწყდეს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების შეწყვეტის მაღალი რისკი არსებობს.

უკრაინელმა ლიდერმა ამის შესახებ პოლონურ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

„რისკი იმისა, რომ ნებისმიერი საუბარი სრულად დაიხურება, ძალიან დიდია. სწორედ იმ შედეგების გამო, რომელსაც რუსეთი ტოვებს, სადაც არ უნდა იყოს, დაახლოებით იგივეა. როგორც ჩანს, მათ აქვთ მკვლელობის სახელმძღვანელო და ყველანი ერთნაირად მოქმედებენ გარკვეულ ტერიტორიებზე, რომელთა დეოკუპაციასაც ჩვენ ვახდენთ და ვხედავთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ახლა რუსულ მხარესთან მოლაპარაკების პროცესი „ზედმეტად ნელია“.

„იმიტომ, რომ დელეგაციის წარმომადგენლების ვიდეოფორმატში მონაწილეობა და დიალოგი რაღაც დონეზეა. ისინი საუბრობენ, სვამენ კითხვებს, მაგრამ მე თუ მაინტერესებს ჩვენი მხარის, ჩვენი დელეგაციის აზრი, გვაინტერესებს, რა მოამზადეს ჩვენმა დიპლომატებმა და ჩვენმა მომლაპარაკებლებმა, მაშინ არ ვისურვებდი, რომ ერთი მსახიობის ეს პოლიტიკური თეატრი გვეთამაშა. იქ რაღაცაზე საუბრობენ, მაგრამ ვიცით, რომ საბოლოოდ ყველაფერს ერთი ადამიანი წყვეტს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად მხოლოდ პირდაპირი მოლაპარაკებებია საჭირო უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებს შორის.

„როდესაც რაღაცას ადასტურებენ, მაგალითად, გაცვლას, მე ამის არ მჯერა. ისინი ადასტურებენ რაიმე სახის სამოქალაქო გაცვლას, შემდეგ კი რაღაც გატყდა, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მათზე პასუხისმგებელი ერთი ადამიანია და ამიტომ, რაღაცაზე მხოლოდ პირდაპირი მოლაპარაკებები და პირდაპირი შეთანხმებები შესრულდება. ეს არის ჩემი რწმენა და ამ პროცესის საბოლოო გაგება“, – განაცხადა ზელენსკიმ.