ვოლოდიმირ ზელენსკი - დონეცკის რეგიონში უკრაინელმა სამხედროებმა ორი ჩინელი ჯარისკაცი დაატყვევეს
დონეცკის რეგიონში უკრაინელმა სამხედროებმა ორი ჩინელი ჯარისკაცი დაატყვევეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელგიის პრემიერ-მინისტრთან, ბარტ დე ვევერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც სასწრაფოდ უნდა იყოს განხილული პარტნიორებთან.
„ბრიტანეთმა და გერმანიამ მართლაც გამოგვიგზავნეს სიგნალი შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით. ეს არ არის სიახლე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი, შეიძლება, არ იყვნენ „რამშტაინის“ შეხვედრაზე. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც განსახილველი ამერიკელებთან. იმედი ვიქონიოთ, რომ ისინი შეიცვლიან პოზიციას, განსაკუთრებით დღევანდელი ამბების შემდეგ. უკრაინის ტერიტორიაზე ჩინელი ჯარისკაცები დავატყვევეთ. დონეცკის რეგიონში, ტარასოვკაში, ბელოგოროვკაში უკრაინელები ბრძოლაში ექვს ჩინელ ჯარისკაცთან შევიდნენ. ორი ტყვეობაშია. შესაბამისად, არის დოკუმენტები, არის მათი პასპორტები, არის საკრედიტო ბარათებიც კი. ესენი არიან ჩინეთის მოქალაქეები.
ეს არის კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც სამხედრო გზით უჭერს მხარს უკრაინაში რუსეთის შეჭრას. ეს არის კიდევ ერთი ქვეყანა ირანის, სირიის, ჩრდილოეთ კორეის სამხედროების შემდეგ. მაგრამ არის განსხვავება: ჩრდილოეთკორეელები ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდნენ კურსკის მიმართულებით. ჩინელები იბრძვიან უკრაინის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.