ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს რუსეთისთვის უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ვადის შემცირების შესახებ გაკეთებული განცხადებისთვის მადლობას უხდის
ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს რუსეთისთვის უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ვადის შემცირების შესახებ გაკეთებული განცხადებისთვის მადლობას უხდის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის მიერ რუსეთისთვის უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ვადის შემცირების შესახებ განცხადებას ეხმაურება.

ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ მადლობას უხდის ტრამპს, რომლის ფოკუსიც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა და ამ საშინელი ომის შეჩერებაა.

„მკაფიო პოზიცია და გამოხატული გადაწყვეტილება ამერიკის პრეზიდენტისგან სწორ დროს, როდესაც ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს ძალის მეშვეობით ნამდვილი მშვიდობისთვის. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს სიცოცხლეების გადარჩენასა და ამ საშინელი ომის შეჩერებაზე ფოკუსისთვის. უკრაინა რჩება ერთგული მშვიდობისადმი და დაუღალავად იმუშავებს აშშ-თან ერთად, რათა ჩვენი ორივე ქვეყანა უფრო უსაფრთხო, ძლიერი და აყვავებული გახდეს“, – წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა შოტლანდიაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტისთვის, ვლადიმერ პუტინისთვის მიცემულ 50-დღიან ვადას 10 ან 12 დღემდე ამცირებს.