ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს მადლობას უხდის ვლადიმერ პუტინის დათანხმებისთვის, რომ უკრაინის ქალაქები ერთი კვირის განმავლობაში არ დაბომბოს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგას მადლობას უხდის ვლადიმერ პუტინის დათანხმებისთვის, რომ უკრაინის ქალაქები ერთი კვირის განმავლობაში არ დაბომბოს.
ზელენსკი იმედს გამოთქვამს, რომ რუსული მხარე შეთანხმებას შეასრულებს.
„დონალდ ტრამპის განცხადება კიევისა და უკრაინის სხვა ქალაქების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობის შესახებ მნიშვნელოვანია ამ ექსტრემალური ზამთრის პერიოდში. ელექტროენერგიით მომარაგება სიცოცხლის საფუძველია. ჩვენ ვაფასებთ ჩვენი პარტნიორების ძალისხმევას, დაგვეხმარონ სიცოცხლის დაცვაში. გმადლობთ, პრეზიდენტო ტრამპ! ჩვენმა გუნდებმა ეს საკითხი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში განიხილეს. ჩვენ ველით, რომ შეთანხმებები ამოქმედდება. დეესკალაციის ნაბიჯები ხელს უწყობს ომის დასრულებისკენ მიმართულ რეალურ პროგრესს“, – აცხადებს ზელენსკი.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი მის თხოვნას დათანხმდა და რუსეთი ერთი კვირის განმავლობაში კიევსა და სხვა ქალაქებს არ დაბომბავს. აშშ-ის პრეზიდენტმა თხოვნის მიზეზად უკრაინაში ცივი კლიმატური პირობები დაასახელა. „როიტერის“ ცნობით, მომავალ კვირას უკრაინაში ტემპერატურა მინუს 30 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს, რაც რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.
An important statement by @POTUS about the possibility of providing security for Kyiv and other Ukrainian cities during this extreme winter period. Power supply is a foundation of life. We value the efforts of our partners to help us protect lives. Thank you, President Trump! Our…
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) January 29, 2026