ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისი პრიორიტეტი ომის დასრულებაა და ამას გავაკეთებო, ვფიქრობ, ინაუგურაციის შემდეგ გვექნება შეხვედრა
KYIV, UKRAINE - MARCH 11, 2022 - President of Ukraine Volodymyr Zelenskyy is pictured during his regular address to the nation, Kyiv, capital of Ukraine. The head of state said that everyone was gaining glory for Ukraine in his or her place. The custom-size photo is courtesy of the press service of the Office of the President of Ukraine. (Photo credit should read UKRINFORM/ Ukrinform/Future Publishing via Getty Images)
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, შესაძლოა, აშშ-ს ახლად არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს 20 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ მალევე შეხვდეს, – ამის შესახებ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუს დროს თავად უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ტრამპის პრიორიტეტია მისი შიდა საკითხები. ეს გასაგები იყო მისი საარჩევნო კამპანიიდან და მისი ყოველდღიური გზავნილებიდან. რაც შეეხება საერთაშორისო დღის წესრიგს, ეს იქნება უკრაინა და ახლო აღმოსავლეთი. დიახ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი.
„ტრამპმა ტელეფონით საუბრისას მითხრა, ერთ-ერთ პირველ ვიზიტს თქვენსას ველოდებიო. მან ეს მითხრა. რადგან ამბობს, რომ მისი პრიორიტეტი ომის დასრულებაა და ამას გავაკეთებო, ამიტომ, ვფიქრობ, დიახ, ინაუგურაციის შემდეგ გვექნება შეხვედრა“, – განაცხადა ზელენსკიმ.