ვოლოდიმირ ზელენსკი – დღეს უკვე ვხედავთ ურსულა ფონ დერ ლაიენთან გუშინდელი საუბრის შედეგებს, უკრაინამ ფინანსური მხარდაჭერის პაკეტიდან 3.3 მილიარდი ევროს ოდენობის ტრანში უკვე მიიღო
დღეს უკვე ვხედავთ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან გუშინდელი საუბრის შედეგებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, უკრაინამ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტიდან 3.3 მილიარდი ევროს ოდენობის ტრანში უკვე მიიღო.
„უპირველეს ყოვლისა, ეს თანხები ჩვენი თავდაცვის გაძლიერებას მოხმარდება, კერძოდ, რაკეტებსა და დრონებს. ასევე, აქტიურად ვემზადებით ნიუ-იორკში ჩვენი შეხვედრისა და უკრაინის ფინანსური მდგრადობის საკითხზე დაგეგმილი განხილვისთვის, რაზეც ასევე გუშინ შევთანხმდით. გმადლობთ, ურსულა!“, – წერს ზელენსკი.
Today, we are already seeing the results of our conversation yesterday with President of the European Commission Ursula @vonderleyen – a €3.3 billion tranche from the EU financial support package has now been received. First and foremost, the funds will be used to buttress our…
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) September 18, 2026