ვოლოდიმირ ზელენსკი - დარწმუნებული ვარ, ტრამპს და მის გუნდს ომის დასრულება სურთ, მაგრამ აგრესორები ჩვენ არ ვართ და რატომ უნდა გადავიხადოთ ამისთვის?
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა, რომლებიც ომის დასრულებას ცდილობენ, შესაძლოა, უკრაინაზე ზეწოლა მოახდინონ ტერიტორიული დათმობების მისაღწევად და მოითხოვონ უკრაინული ჯარების გაყვანა მისივე ტერიტორიებიდან.
ამის შესახებ ზელენსკიმ „აქსიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„მათ ომის დასრულება სურთ. რაც მაშფოთებს, არის ის, რომ ისინი ამის გაკეთების მხოლოდ ერთ გზას ხედავენ. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტ ტრამპს და მის გუნდს ომის დასრულება სურთ, მაგრამ რატომ უნდა გადავიხადოთ ჩვენ ამისთვის? ჩვენ არ ვართ აგრესორები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შესაჩერებლად სხვა გზას ვერ ხედავს, გარდა უკრაინის ჯარების საკუთარი ტერიტორიიდან გაყვანისა.
„მე მაღელვებს ის, რომ ვერავინ აფასებს რეალურად იმ საფრთხეს, რომელსაც ეს გადაწყვეტილება უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.