ვოლოდიმირ ზელენსკი - დარია დუგინას მკვლელობა არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დარია დუგინას მკვლელობა არ არის უკრაინის პასუხისმგებლობა. მისივე თქმით, ეჭვმიტანილი არ არის უკრაინის მოქალაქე.
„ეს არ არის ჩვენი პასუხისმგებლობა. ის არ არის უკრაინის მოქალაქე, ჩვენ მისით დაინტერესებული არ ვართ. ის არ იმყოფება ჩვენს ტერიტორიაზე, არც ოკუპირებულზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ალექსანდრ დუგინის შვილი დარია დუგინა რამდენიმე დღის წინ მოსკოვის ოლქთან ავტომობილში ააფეთქეს. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ თავდამსხმელი უკრაინელია, რომელიც რუსეთში ივლისში ჩავიდა მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად.