ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენთვის ცნობილია, რომ რუსეთი აშშ-ის წარმომადგენლებთან სანქციების შესაძლო მოხსნაზე დიალოგს აწარმოებს, გვჯერა, აშშ ასეთ დათმობებზე არ წავა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენთვის ცნობილია, რომ რუსეთი აშშ-ის წარმომადგენლებთან სანქციების შესაძლო მოხსნაზე დიალოგს აწარმოებს, გვჯერა, აშშ ასეთ დათმობებზე არ წავა

ჩვენთვის ცნობილია, რომ რუსეთი აშშ-ის წარმომადგენლებთან სანქციების შესაძლო მოხსნასთან დაკავშირებით დიალოგს აწარმოებს, გვჯერა, რომ აშშ ასეთ დათმობებზე არ წავა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ყველასთვის სწორი სტრატეგიაა, რუსეთს ეკონომიკური მხარდაჭერა არ გაუწიონ.

„როგორ შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა, თუ ის აგრესორია? ეს ნიშნავს, რომ ამის გაკეთება არამხოლოდ მათ შეუძლიათ. პრინციპში, ეს არც ისე პოზიტიური მაგალითია სხვებისთვის“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.