ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენმა შორი მოქმედების იარაღმა კიდევ ერთხელ იმუშავა და შეზღუდა რუსეთის ნავთობიდან მიღებული შემოსავლები, რომლებსაც ის ომისა და უკრაინელების მკვლელობის დასაფინანსებლად იყენებს

12:28, 06.08.2026

ჩვენმა შორი მოქმედების იარაღმა კიდევ ერთხელ იმუშავა და შეზღუდა რუსეთის ნავთობიდან მიღებული შემოსავლები, რომლებსაც ის ომისა და უკრაინელების მკვლელობის დასაფინანსებლად იყენებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს რუსეთის ობიექტებზე, რომლებიც ფრონტის ხაზიდან 1 300 კილომეტრზე მეტით არის დაშორებული.

ბაშკორტოსტანში დარტყმა განხორციელდა „ბაშნეფტ-ნოვოილის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. იაროსლავის ოლქში კი, ჩვენი საზღვრიდან თითქმის 700 კილომეტრის დაშორებით, დარტყმა განხორციელდა „სლავნეფტ-იანოსის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. წარმატებული იყო ჩვენი პასუხი რუსეთის აგრესიაზე შავ ზღვაშიც. კერძოდ, დარტყმა განხორცირლდა ორ სამხედრო-საპატრულო კატარღასა და ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემებზე. მადლობას ვუხდი თავდაცვის ძალების ყველა მებრძოლს, რომლებიც სისტემატურად აფართოებენ ჩვენს შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობებს და ამით ზრდიან დიპლომატიის შანსებს. რუსეთმა მშვიდობა უნდა აირჩიოს“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

 

მსგავსი